თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ტრაილერის მძღოლი.
ადგილზე შეფერხებული იყო მოძრაობა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.