ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
თვითმხილველი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე "მთავართან" საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე დაღუპული მძღოლი ავტომანქანიდან ვერ გადმოჰყავთ.
"მძღოლი ამ დრომდე ვერ ამოჰყავთ. ადგილზე სასწრაფოა მობილიზებული. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა," -თქვა ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.