მოწამლულთა ახალი ტალღა რუსეთში | ჟურნალისტები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, კრემლის სპეცსამსახურების სამიზნეები გახდნენ

გამოქვეყნდა:

ირინა ბაბლოიანი, ელენა კოსტიუჩენკო, ნატალია არნო - ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და რომლებიც, სავარაუდოდ, კრემლისა და რუსული სპეცსამსახურების სამიზნეები გახდნენ. სკანდალურ სტატიას გამოცემა "ინსაიდერი" აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ისინი მოწამლულთა ახალ ტალღაში მოყვნენ.

მათ შორისაა "ეხო მასკვის" ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი, რომელიც, სავარაუდოდ თბილისში მოწამლეს. 
სავარაუდო მოწამვლის დეტალებს ის "მთავარ არხთან" იხსენებს: 

რაც ჩემს თავს ხდება ახლა, ეს ალბათ  იმის შედეგებია, რაც ოქტომბერში მოხდა, როდესაც ორგანიზმში არის მძინარე ვირუსი, რომელიც აქტიურდება სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. ამჯამად მე პრობლემები მაქვს კანის მგრძნობელობასთან, ნერვულ დაბოლოებებთან დაკავშირებით ხელებზე. გარდა ამისა, დამწვრობები მიჩნდება ხელებზე და ეს ხდება დღე-ღამეში ალბათ ორმოცჯერ მაინც. თუმცა, იმ პერიოდში, სულ სხვა სიმპტომები იყო - ხელისგულები მუქი წითელი გამიხდა, ასევე ფეხისგულები. მქონდა თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი. ძილი არ შემეძლო, იმიტომ რომ მუდმივად განგაშის შეგრძნება მქონდა. 

მე ადრე საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ეს მოწამლვა იყო და ალბათ ეს შეკითხვა გამომძიებლებს უნდა დაუსვათ. მე ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. 17 წელია რაც ჟურნალისტი ვარ და ახლაც ისე ვმუშაობ, როგორც ადრე. ასე რომ, მე დაზუსტებით ვერ ვამბობ, რომ ეს მოწამლვაა, იმიტომ რომ არანაირი ფაქტები ხელთ არა მაქვს. თუმცა, ომი მიმდინარეობს და რეპრესიები რუსეთში ძლიერდება. ამიტომ, ყველაფერია შესაძლებელი, - ამბობს ბაბლოიანი. 

"მთავარი არხი" ასევე "ნოვაია გაზეტას" და "მედუზას" ჟურნალისტს, ელენა კოსტიუჩენკოს ესაუბრა, რომელიც მიუნხენში მოწამლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მე ცუდად გავხდი, როდესაც მიუნხენიდან ბერლინში ვბრუნდებოდი. ბერლინში მინდოდა უკრაინის ვიზის აღება, რათა ჩავსულიყავი იქ და გამეშუქებინა რუსული აგრესია. მატარებელში ჩემმა მეგობარმა შენიშნა, რომ ჩემგან მძაფრი სუნი მოდიოდა და ცოტა ხანში ეს მძაფრი სუნი მეც ვიგრძენი. ეს უჩვეულო სუნი იყო და მერე თავი ამტკივდა, ხოლო როდესაც ბერლინის სადგურში ჩავედით, ვიგრძენი, რომ სივრცეში ორიენტაცია მიჭირდა, ვერ ვხვდებოდი, მეტროში როგორ უნდა შევსულიყავი, მერე სახლამდე მისვლაც მიჭირდა. საბოლოოდ, ძლივს მივაღწიე სახლამდე და დავიძინე, მეორე დილით კი მუცლის ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. ამავე დროს გული მერეოდა და თავბრუსხვევაც მქონდა. თავიდან მეგონა, რომ ეს კოვიდი იყო, იმიტომ რომ ცოტა ხნით ადრე ვიყავი ინფიცირებული და ვიცოდი, რომ კოვიდმა განმეორებითი დაინფიცირებაც იცის. საბოლოოდ ექიმებს მივმართე, რომლებმაც სისხლისა და შარდის ანალიზები გამიკეთეს და შარდში სისხლი აღმოჩაინეს, - ამბობს კოსტიუჩენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი