საქართველოში დღეს ბოდიშების დღე იყო - წუხანდელი სკანდალის შემდეგ "ბლექ სი არენამ" და ჯგუფმა "ქილერსმა" თავის მართლება სცადეს. მუსიკოსებმა, რომლებმაც სცენაზე, როგორც ამბობენ შემთხვევით, რუსი მსმენელი მიიწვიეს და ქართველებს და რუსებს ძმები გვეძახეს, აგვიხსნეს, რომ არავის შეურაცხყოფა არ უნდოდათ.
საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციამაც საკუთარ გზავნილში ბოდიში მოიხადა და რუსეთს ოკუპანტი ეძახა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების 70 მილიონიანი პროექტი სწორედ "ქართული ოცნების" სტილში, რუსეთისთვის სასიამოვნოდ დაიწყო.
ეს დამთხვევა იყო, დაუდევრობა თუ წინასწარ გათვლილი გეგმა, გაუგებარია - თუმცა საკონცერტო დარბაზში პუბლიკის რეაქციამ აჩვენა, რომ ქართველი მსმენელი არტისტებისგან ხარისხიანი მუსიკის გარდა სწორ სამოქალაქო პოზიციასაც ელის.