პუტინის ოპონენტების სავარაუდო მოწამვლა საქართველოში | ჟურნალისტები კრემლის სამიზნეში

გამოქვეყნდა:

პუტინის ოპონენტების სავარაუდო მოწამვლა საქართველოში. გამომცემლობა ინსაიდერმა დღეს გამოაქვეყნა სტატია სამი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის მცდელობის შესახებ. ირინა ბაბლოიანი, ელენა კოსტიუჩენკო და ნატალია არნო - არიან ჟრუნალსტები, რომლებიც შესაძლოა კრემლის რეჟიმის სამიზნეები იყვნენ.

გამოცემა წერს, რომ სამივე მათგანი მძიმედ მოწამლეს და ერთ-ერთი შემთხვევა თბილისში მოხდა. ლაპარაკია რადიო "ეხო მასკვის" ჟურნალისტ ირინა ბაბლოიანზე. სავარაუდო თავდასხმა შარშან ოქტომბერში მოხდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ირინა ბაბლოიანი დღემდე აგრძელებს მკურნალობას და ამ დრომდე ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ შეძლო იმის დადგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი