აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა.

უწყება ამბობს, რომ ამ მიზეზით, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება "თბილისი მოლიდან" დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი