დაიღუპა კაცი, რომელსაც 16 აგვისტოს, ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.
თვითმხილველმა გამოცემას უთხრა, რომ კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.