აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოიკვეთა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზე არიან თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს - ოკუპანტი ქვეყნიდან მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა 427 443-ჯერ. 

ქვეყნების პირველი ექვსეული კვეთების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443;
  • თურქეთი - შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268
  • სომხეთი - შემოსვლა 285 403; გასვლა 284 273
  • ევროკავშირის ქვეყნები - შემოსვლა 119 855; გასვლა 112 477;
  • ისრაელი - შემოსვლა 71 443; გასვლა 69 472;
  • აზერბაიჯანი - 56 700; გასვლა 53 388;
  • უკრაინა - შემოსვლა 51 387; გასვლა 51 253;

2023 წლის მეორე კვარტლში ქვეყანაში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, გავიდა 1 683 567. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყნიდან 746 734 პირი გავიდა, 732 743 კი შემოვიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი