ქსნის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

დღეს გამთენიისას, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. ადგილზე იმყოფება "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი. კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგებზე დიდი ზომის ქვებია ჩატანილი.

ადგილზე მძიმე ტექნიკას ელოდებიან, მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს რკინიგზაც ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარის გამო დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

"საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ მატარებლების მოძრაობას საფრთხე არ შეჰქმნია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი