საზოგადოებაგორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდაგამოქვეყნდა: ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023 - 13:30
გორში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებული 37 წლის კაცია, რომელიც სასწრაფომ კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია როგორია მისი მდგომარეობა.