ავარია სოფელ ახაშენში - დაიღუპნენ მშობლები და 4 წლის ბავშვი

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავარიას ოჯახი ემსხვერპლა - გარდაცვლილია დედა, მამა და 4 წლის ბავშვი.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა. 

ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი