გამოცემა "მთის ამბების" ინფორმაციით, დაბა ფასანაურში, ოთხსართულიანი სასტუმრო ღვარცოფული მდინარის, არაგვის კალაპოტში შენდება. როგორც გამოცემა წერს, სასტუმროს მშენებლობას ფინანსურად მხარს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უჭერს, მშენებლობის ნებართვა კი დუშეთის მუნიციპალიტეტმა გასცა.
"დაბა ფასანაურში, ოთხსართულიანი სასტუმრო პირდაპირ ღვარცოფული მდინარის, არაგვის კალაპოტში შენდება. სასტუმროს მშენებლობას ფინანსურად მხარი ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაუჭირა, მშენებლობის ნებართვა კი დუშეთის მუნიციპალიტეტმა გასცა.
„მთის ამბების“ გადამღები ჯგუფი, დღეს, ფასანაურში „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. ნინო გუჯარაიძის განცხადებით, მდინარის კალაპოტში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და გამოძიება უნდა დაიწყოს", - წერს გამოცემა და სასტუმროს ფოტოებს აქვეყნებს.