მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, რა დროსაც ჭადრების ხეივნის მონაკვეთზე მას მაღალი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავტორი: ემა გოგოხია.