ყაზბეგში შლამი დასახლებულ პუნქტამდეა ჩატანილი - ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

დაბა სტეფანწმინდაში და გერგეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. უხვმა ნალექმა რამდენიმე სახლის პირველი სართულები დატბორა, ადიდდა ხევი. ყაზბეგში შლამი და ხის ტოტები დასახლებულ პუნქტთანაა ჩამოტანილი. 

ადგილზე ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 

ადგილობრივების თქმით, მათ სასოფლო სამეურნეო მიწები გაუნადგურდათ. ისინი ყვებიან, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ძლიერი წვიმის შემდეგ კლდიდან მიწის მასა ჩამოიშალა.

არსებობს საშიშროება, რომ განმეორებით, ძლიერი წვიმის შემთხვევაში, მთიდან ჩამოტანილი მასა მოსახლეობამდე ჩავიდეს. 

"წლებია გროვდება, რამდენი წლის წინ იყო, არჩევნების დროს მოდიან ხოლმე როგორც იციან, მოსვლა და დაპირებები, გვითხრეს არხი გაიჭრებოდა და ისე წავიდოდა. რა იშლება მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, იქიდან ჩამოდის ქვიშა და ლამი. სამეურნეო მიწის ნაკვეთებია, კარტოფილს თესავენ და თიბავენ ბალახს, ესენი დაიფარა", - ყვება ადგილობრივი.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

მათივე ცნობით, მომხდარს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან და ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი