კომპანია GWP-ს განცხადებით, დღეს, 18 აგვისტოს, სამგორის რაიონში, ფაღავას ქუჩა N28-ს მიმდებარედ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიის ცნობით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 18 აგვისტოს დღის 14:00 საათიდან, 19 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ნავთლუღის მე-2 დასახლებაში:
სოფელებს:
კრწანისის რაიონში:
სოფლებს: ფონიჭალას და ჭალას, თელეთს, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.