მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს აფრთხილებს, რომ 19 აგვისტოს ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
მერიის განცხადებით, დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი საავტომობილი გზის რეაბილიტაცია იწყება. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სფეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შეფერხდება.
''მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებლების და ვიზიტორების საყურადღებოდ!! 19 აგვისტოს, დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეფერხდება მოძრაობა. მოგიწოდებთ, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისგან ხვალ თავი შეიკავოთ'', - ნათქვამია განცხადებაში.