გიორგი ანწუხელიძე | რუსების მიერ მოკლული ქართველი გმირი დღეს 39 წლის გახდებოდა

გამოქვეყნდა:

23 წლის ასაკში ის გმირი გახდა. საქართველოსთვის უმძიმეს დღეებში გიორგი ანწუხელიძის და ათობით ქართველი მეომრის სიმამაცის ისტორიები სიამაყის ერთადერთი მაგალითები იყო მთელი ქვეყნისთვის. ახალგაზრდა მეომრის თავგანწირვის ამბავი კი, რომელმაც არც სამშობლოს და არც დროშას არ მიაყენა შეურაცხყოფა, მუდმივად დარჩება ისტორიაში.

გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა. მის საფლავზე ოჯახის წევრები და თანამებრძოლები შეიკრიბნენ. ხელისუფლებამ კი სულ რაღაც ათი დღის წინ, ანწუხელიძის წამების დღე მისი სტენსილების წაშლით აღნიშნა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი