ნავთობკომპანიები მომხმარებლებს ატყუებდნენ - ასეთ დასკვნას აქვეყნებს კონკურენციის სააგენტო, რომლის სკანდალური დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ გალფი, სოკარი, ვისოლი, რომპეტროლი და ლუკოილი ნახევარი წლის განმავლობაში ბენზინს ხელოვნურად გაზრდილ ფასად ყიდდნენ. და ეს ფასნამატი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო - 70-დან 80 თეთრამდე. ამ ქმედების გამო კონკურენციის სააგენტომ ხუთივე კომპანია ჯამში 4 მილიონი ლარით დააჯარიმა. საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები ამ დასკვნას არ ეთანხმებიან და სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.