გორის გვირაბთან ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა

გამოქვეყნდა:

​გორის გვირაბთან ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა და დაწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, რომ სატვირთო ჯერ რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი სხვა სატვირთოს. უწყების თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა, ერთი კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი