საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია და მიმდინარეობს როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე რიონის კალაპოტში - ონის მერი

გამოქვეყნდა:

ონის მერი სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ შოვში საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული, 6 მოქალაქეს კი ამ დრომდე ეძებენ,

„თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი დღეებია და უმძიმესი პერიოდი არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, თითოეულ მათგანს.

საძიებო სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია," - განაცხადა ხიდეშელმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი