ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე ზოლის განადგურებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ბალახვანში,100-საფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდზე, სადაც 
კედრის ჯიშის ხეები იყო გაშენებული, გაჩეხილია.

არასამთავრობა ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები მწვანე სექტორის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გაჩეხილი ხეები ახალაშენებული სასტუმროს, "ქუთაისი ინნ"- ის ეზოს მიმდებარედ არის. სასტუმროს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში მათ წერილობით უნდა მივმართოთ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი