თბილისში, კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია

გამოქვეყნდა:

თბილისში ხანძარია. ცეცხლი კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ფერდზე გაჩნდა. გავრცელებული კადრების მიხედვით ხანძარი ჯერ ტყის საფარზე არ გავრცელებულა.

"მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე იწვის ბალახი. ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი