გარდაიცვალა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია

გამოქვეყნდა:

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. ოჯახის ახლობელი მედიას ეუბნება, რომ ჯანაშია მეხის ჩამოვარდნის გამო დაიღუპა. ის ოჯახთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში ისვენებდა.

"ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა", - ეუბნება "რადიო თავისუფლებას" ოჯახის ახლობელი.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. ორგანიზაციას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი