კრემლი ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ - რუსული სპეცსამსახურების პორტალზე 316 მებრძოლის ე.წ. დოსიეა

გამოქვეყნდა:

ქართველი სამხედროები საფრთხის ქვეშ - ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია, მათ შორის პასპორტის ნომრები, მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები ოკუპანტი რუსეთის ხელშია. "მთავარმა არხმა" კიდევ ერთ რუსულ პორტალს მიაკვლია, სადაც იმ ჯარისკაცების პირადი საქმეებია გამოქვეყნებული, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძვიან. მათ შორის არიან ქართველებიც.

რა რეაგირება ჰქონდა ოფიციალურ თბილისს ან როგორ მოხვდა სამხედროების დოსიეები მტრის ხელში უცნობია. ხელისუფლების უმოქმედობა ქართველ მებრძოლებს "ოცნების" გუნდისა და რუსული კავშირების შესახებ უფრო და უფრო მეტ კითხვას უჩენს.

მხოლოდ უკრაინის ომის პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ათობით ვებ-პორტალი და "ტელეგრამ" არხი, სადაც ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციაა განთავსებული. ერთ-ერთი ასეთი საიტია დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ქართველ მებრძოლებს 32 გვერდი ეთმობა, პორტალზე განთავსებულია 316 მებრძოლის ე.წ. დოსიე.

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი