ინსპექციამ გარემოვაჭრეები რუსთავშიც აყარა - მათი თქმით, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან

გამოქვეყნდა:

რუსთავში გარემოვაჭრეებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი აყრის შესახებ 2 კვირის წინ მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. მოვაჭრეები ყვებიან, რომ 16 აგვისტოს ღამით, როდესაც სახლში წავიდნენ, ადგილზე 40-მდე ინსპექტორი მივიდა, გაშლილი დახლები დაშალეს და მათი პირადი ნივთები წაიღეს.

მოვაჭრეების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები აქვთ. ნაწილი საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩა.

მე-12 მიკრორაიონში, სადაც მოქალაქეები აყარეს, მუნიციპალური სამსახური ამ დრომდე პრევენციულად პატრულირებს, რათა გარემოვაჭრეები უკან არ დაბრუნდნენ. პირველ ეტაპზე გარემოვაჭრეები ისე აყარეს, რომ მუნიციპალიტეტს ალტერნატივად არაფერი შეუთავაზებია. გარემოვაჭრეების თქმით, მათი პროდუქციის ღირებულება იმდენად დაბალია, რომ დახურულ ბაზარში 300-ლარიანი ქირის გადახდასაც კი ვერ გასწვდებიან.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ჩვენს კამერებთან ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ გარემოვაჭრეები უკეთეს პირობებში შეგნებულად არ გადადიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიისგან მიიღეს დაპირება ქირაზე შეღავათთან დაკავშირებით. 

დღეს ბაზრის დირექციამ დაპირება შეღავათებზე საჯაროდ გასცა. პროტესტის მონაწილეების ნაწილი ამ პირობას დათანხმდა, გარემოვაჭრეების უმრავლესობის საკითხი კვლავ გაურკვეველია.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი