თბილისი-ფოთის რეისი გაჩერებულია - რკინიგზაში ამბობენ, რომ უამინდობის გამო მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

გამოქვეყნდა:

თბილისი-ფოთის მატარებელი გაჩერებულია. მგზავრები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი საათია დგანან.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

რკინიგზაში ვერ აკონკრეტებენ როდის აღდგება მოძრაობა.

"საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს", - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი