დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩა ნომერ 2-ში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. დაშავდა სამი ადამიანი, თუმცა ერთის გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ გახდა. დანარჩენები კი სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში, კიდურების დამწვრობით გადაიყვანა.
ადგილზე ამბობენ, რომ შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, მიტოვებული საწყობია.