ხმაური ზესტაფონის მერიაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაში, სოფელ ქვედა საზანოს მოსახლეობა შეიკრიბა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები გააპროტესტა, რამაც მერის მოადგილის გაღიზიანება გამოიწვია.
"ვითხოვთ გზის გაკეთებას, რომელზეც შეუძლებელია გაიაროს ადამიანმა. ფეხით გავლა შესაძლებელია, მაგრამ მანქანით, ტრანსპორტით, ან რამე თუ გვინდა, ტაქსები უარს გვეუბნებიან. უბრალოდ რამდენჯერმე ვიყავით ჩამოსული და ვინმე ჩვენი პრობლემით ადგილზე მოსვლით არავინ არ დაინტერესდა, გაკეთებაზეც არაფერი არ არის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ოპონენტები კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეგიონში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.