რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის პროცედურა მიმდინარეობს და მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 5 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში. ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.