უიმედობა, უმუშევრობა და სიღარიბე | ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი და ნახევრად დაცლილი ქვეყანა

გამოქვეყნდა:

ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი და ნახევრად დაცლილი ქვეყანა. სიდუხჭირის, უიმედობისა და უპერეპექტივობის გამო ყოველთვიურად საქართველოს არაერთი მოქალაქე ტოვებს და საარსებო საშუალების საძებნელად საზღვარგარეთ მიდის, ხშირად გაურკვეველი ვადით და არალეგალურად.

გაზრდილია ემიგრაციაში წამსლველთა შორის ბავშვების რაოდენობაც. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სკოლის მოსწავლე წყვეტს განათლების მიღებას ჩვენს ქვეყანაში და მშობლებთან ერთად ემიგრაციაში უწევს წასვლა. საგანგაშოა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ირკვევა რომ  მხოლოდ გასულ წელს ემიგრაციაში წასვლის გამო სკოლა 5 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა, რაც ამდენივე ოჯახის ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას ნიშნავს.  

შეძლებენ თუ არა ბავშვები სამშობლოში სკოლის დასრულებას - ეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი