ქართველი დედა-შვილის ისტორია იტალიაში | რატომ დატოვა 24 წლის გოგომ ჩვილი ნაგავსაყრელზე

გამოქვეყნდა:

ქართველი ემიგრანტების მძიმე ყოფა და სასწორზე დადებული დედა-შვილობა. ახალგაზრდა ქალს კიდევ რამდენიმედღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი შვილის მეურვეობას დათანხმდეს. რამდენიმე დღის წინ იტალიის ქალაქ ტარანტოს ქუჩაში, ნაგავსაყრელზე, ადგილობრივებმა ჩვილი იპოვეს. ირკვევა, რომ ახალშობილის დედა 24 წლის ქართველია, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი მოხუცის მომვლელად მუშაობდა. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ ჩვილის დატოვების ერთადერთი მიზანი შვილის დაცვა იყო. დარჩება თუ არა ლორენცო დედასთან, ეს ახლა იტალიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი