ჯარიმები რუსული გემის პროტესტის გამო | "დროამ" აქტივისტებისთვის თანხა შეაგროვა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლის საწინაღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნაწილს, რომლებსაც სასამართლომ 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ჯარიმების გადახდაში რიგირითი მოქალაქეები დეხმარებიან.

პარტია "დროას" ორგანიზებით, ამ დროისთვის თანხა თითქმის სრულადაა შეგროვებული. თავად აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ხელისუფელბა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, არამედ პროტესტის გამოხატვის გამო სჯის და ამ ფორმით "ოცნება" პროტესტის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ცდილობს

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი