რაჭაში, შოვში სტიქიის მე-19 დღეს სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ.
ომის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის თქმით, სამძებრო-სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა.
"გუშინდლის შემდგე მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში. ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი - როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოებიმ", - თქვა ლევან შერაზადიშვილმა.
შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა.