
"ცათამბჯენები, ბეტონის ჯუნგლები და ახალი უბნები... 2023 წლის აგვისტო კალაძემ გამოაცხადა თბილისის აოხრების თვედ... მომდევნო სხდომაზე ამტკიცებენ ამ პროექტებს", - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს და დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
2023 წლის აგვისტო კალაძემ გამოაცხადა თბილისის აოხრების თვედ. როცა ხალხის ყურადღება მოდუნებულია და ნაწილი ჯერ კიდევ რაჭის ტრაგედიას შეჰყურებს, თბილისის მერია და საკრებულო გეგმავენ ჩვენ ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახადონ. მომდევნო სხდომაზე ამტკიცებენ ამ პროექტებს:
- ივანიშვილის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქზე გაყიდული ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა ორი 50 სართულიანი ცათამბჯენი - 155,000 კვ.მ ფართობი;
- „ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე დაგეგმილი 180 მეტრიანი ცათამბჯენის პროექტს - ჯამში 200,000 კვ.მ
- ვაგომშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი ბეტონის ჯუნგლები - ჯამში 530,000 კვ.მ;
- დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი უბანი - 750,000 კვ.მ;
- ვანო ჩხარტიშვილის პროექტი ისთ ფოინთის მიმდებარედ - 125,000 კვ.მ.
ეს არის ნაწილი და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ რას უკეთებს ქართული ოცნება თბილისს. თუ ამას არ ჩევაჩერებთ თბილისში ცხოვრება საბოლოოდ გახდება შეუძლებელი, - წერს საბა ბუაძე.