შოვის და რიკოთის უღელტეხილის შემდეგ ფასანაურის შემოვლითი გზა შესაძლოა კიდევ არაერთი ტრაგედიის ადგილად იქცეს. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი მაგისტრალის პროექტს აპროტესტებს, რომლის არსებობის შესახებაც სულ ახლახან შეიტყვეს.
სახელმწიფო უწყებებმა რამდენიმეკილომეტრიანი გზის მონაკვეთის პროექტი, რომელიც გვირაბებისა და ხიდების სისტემებს მოიცავს, ისე შეადგინეს, რომ არაგვის ხეობის მცხოვრებლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ფასანაურში კი ხალხი ასახელებს კონკრეტულ მიზეზებს, რომლების გამოც მაგისტრალი სახიფათო იქნება - ადგილობრივებმა "მთავარ არხს" აჩვენეს ადგილები, სადაც მეწყერმა და სხვა სტიქიამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი შეიწირა.