შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

შოვში სტიქიური მოვლენებიდან  მე-20 დღეს სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ. საძიებო პროცესი გრძელდება მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში არსებული 30 ჰექტარზე ჩამოსული  მიწის მასა მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე  სრულად დამუშავებულია, თუმცა დაკარგულთა ოჯახის წევრების მოთხოვნით გარკვეული მონაკვეთების მეორედ შემოწმება მიმდინარეობს.  

"28 მიცვალებული არის ამოყვანილი სამძებრო-სამუშაოების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ-ის კვლევები. მიმდინარეობს 5 ადამიანის ძებნით სამუშაოები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი რომ არ იქნეს გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით გარკვეულ ლოკაციებზე მოხდა ხელმეორედ გადამუშავება მიწის მასისა. ასევე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება", - თქვა ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადასვილმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი