"ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების შესახებ" - საბერძნეთში საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს:

"საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:

  • Aspropyrgo
  • Elefsina
  • Plaka #Dikella #Makris & #New_Chile
  • Βοιωτία / Viotia
  • Κύθνος / Kithnos
  • Ίασμος / Iasmos

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი