შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიას 29 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები კიდევ 4 პირს ეძებენ.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი