ოკუპანტების ნადირობა საქართველოს მოქალაქებზე გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ შიდა ქართლში რუსი ფორმიანების მხრიდან მორიგ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. გატაცებულია ახალუბნის ორი მცხოვრები, თამაზ ფსიტიძე და შალვა პეტრიაშვილი.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსები, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, რაც არ არის პირველი შემთხვევა.