ურბანული გენოციდი თბილისში | ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და ახალ მშენებლობებს აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია თბილისის საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება - დედაქალაქის ურბანული გენოციდი - ასე უწოდეს ხელისუფლების ოპონენტებმა კალაძის უწყების მიერ თბილიში 4 გრანდიოზული მშენებლობის საკრებულოში განხილვის პროცესს. ლაპარაკია დიდი დიღმის, ჭავჭავაძის გამზირის, თამარ მეფის გამზირისა და ნაძლადევის პროექტებზე, რომლებსაც უშუალოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები აშენებენ. ეს ოთხი პროექტი ჯამში ათობით კორპუსის აშენებას გულისხმობს, რომელთა შორისაც რამდენიმე ცათამბჯენია. დღეს ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერიამ ერთ-ერთი - დიდი დიღმის პროექტი დროებით გაიწვია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი