რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ განიხილება. მედვედევის განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
"ისევ მიდის საუბარი საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო.... ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", - თქვა მედვედევმა.