რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად პოსტზე დროებით მისი მოადგილე, ვიქტორ აფზალოვი დანიშნეს.

როგორც წყარო რუსულ მედიას უყვება, სუროვიკინის გათავისუფლება სხვა თანამდებობაზე გადასვლას უკავშირდება.

გარდა ამისა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა Telegram-ზე დაწერა, რომ სუროვიკინი თანამდებობიდან 18 აგვისტოს ფარული განკარგულებით გაათავისუფლეს და მას დღემდე არ აქვს კავშირი ოჯახთან.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივნისში რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის შემდეგ სერგეი სუროვიკინი დააკავეს.  The Moscow Times-ს  წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ როგორც ჩანს, სუროვიკინმა პრიგოჟინის აჯანყების დროს "მხარე აირჩია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი