კასპს ჰყავს უსინდისო და ტუტუცი მერი - ეს წარწერა კასპში, აქციის მონაწილეებმა მერიის ფასადზე დატოვეს. ეს გადაწყვეტილება ხალხმა მას შემდგ მიიღო, რაც შენობაში, მერთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეებს უნდოდათ პირადად ეკითხათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, რატომ გასცა მშენებლობის ნებართვა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, სადაც ახლა ეკლესიის წინ, სავაჭრო ცენტრი შენდება. ხალხი ამბობს, რომ ნებართვა უკანონოა და შენობას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, კობა კურდღელაშვილი აშენებს.