მანავში ავარიას 32 წლის ქალი ემსხვერპლა | დაშავდა 7 პირი

გამოქვეყნდა:

სოფელ მანავში მომხდარი ავარიის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, თბილისის მიმართულებით მოძრავი "ჰონდა"-ს მარკის მანქანა მოცურდა. რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

მომხდარზე  გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი