
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობი-სენაკის ცენტრალურ მონაკვეთზე - "ჰონდას" მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი, მძღოლი და მის გვერდით მყოფი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებითა და მოტეხილობით გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავტორი: ემა გოგოხია