ხმაური ბათუმის იუსტიციის სახლთან | სამართალდამცველებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი მეუღლე ძალის გამოყენებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან. მოქალაქემ შენობის მიმდებარედ პარკინგის არარსებობის გამო მანქანის გაჩერება ვერ შეძლო და ამის თაობაზე პრეტენზია გამოთქვა. 

როგორც ბათუმიდან ჩვენი იკორესპონდენტი იტყობინება, ის და მისი მეუღლე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, დაკავებული პირი უკრაინაში მებრძოლი ქართველია. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავთანდილ სურმანიძე ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი