
თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის გუბერნატორთან ერთად ესწრებოდა. ოთარ შამუგიას განმარტებით, მთავრობა რთველისთვის 20 თეთრის ოდენობით სუბსიდიას გაიღებს.
მისივე თქმით, წელს შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან და აქცენტი მაღალხარისხიან ყურძენზე გაკეთდება. რაც შეეხება დაზიანებულ ყურძენს, მას სახელმწიფო კომპანიები ჩაიბარებენ და რქაწითელის ფასი, სავარაუდოდ, 90 თეთრი იქნება. შტაბის გახსნამდე, მინისტრი ყვარელში, კორპორაცია “ქინძმარაულსა” და მათ კუთვნილ ვენახში იმყოფებოდა.
ავტორი: ია გულიაშვილი