აჭარელი ფერმერები თხილის დაბალ ფასს აპროტესტებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

აჭარელი ფერმერები თხილის დაბალ ფასს აპროტესტებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ თხილის ბიზნესთან დაკავშირებით მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ფასები სულ უფრო იკლებს, რაც გლეხებისათვის არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. 

კილოგრამი თხილის ფასი, ლარი და ოთხმოცი თეთრიდან სამ ლარამდე მერყეობს. ადგილობრივი ფერმერები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ყველა მიმღები პუნქტის უკან ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მათთან დაახლოებული პირების ფინანსური ინტერესებია. ხელისუფლების უუნარობაზე და კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. 

''სახელმწიფოდან არაფერი ყურადღება, არც იმ ფაროსანაზე. ე.წ აიკუსებრი ხოჭო რომ არის, იმან რომ შეჭამა და ერთი კვირის უკან რომ დაწამლეს. აი, ამაზე ვართ გაბრაზებული და ორლარნახევარი რომ არის და ორი ლარი რომ არის თხილი. სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს'', - ამბობს ერთ-ერთი ფერმერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი