"ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი... ასევე, მოზარდის ცხედარი და ერთი ადამიანის ფრაგმენტი" | მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთი, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი მოზარდს - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მაშველებმა ერთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტიც იპოვეს. 

„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი