ერთი კვირა ლარსის საზღვარზე | რუსეთიდან გამოძევებულ 6 უკრაინელს საქართველოში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში საკვებისა და ელემენტარული პირობების გარეშე რჩება უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან გამოაძევეს. მათ უკვე მიმართეს დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა კვირაზე მეტია პასუხი არ მიუღიათ. უკრაინის მოქალაქეები საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციაში ისინი იძულებით, რუსული არმიის მიერ უკრანის რეგიონების ოკუპაციის შემდეგ აღმოჩდნენ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი